ევრობასკეტის მე-4 ტურში, C ჯგუფში (სადაც საქართველოს ნაკრებიც იმყოფება), ყველასთვის მოულოდნელად ბოსნია და ჰერცეგოვინამ საბერძნეთის ნაკრები 80:77 დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ ბერძნებს გუნდის ლიდერი და მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იანის ანტეტოკუნმპო მცირე ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ვასილის სპანულისის შეგირდების მარცხი რთულად წარმოსადგენი იყო.
ბერძნები პირველ მეოთხედში 13-ქულითაც კი იყვნენ წინ, თუმცა ბოსნიელთა გუნდური თამაშის წყალობით, მეორე ტაიმი მათი დომინაციით წარიმართა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე იუსუფ ნურკიჩი გახდა, გამოცდილმა ცენტრმა 27 წუთში 18 ქულა, 10 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დააგროვა.
ბოსნია და ჰერცეგოვინას ნატურალიზირებულმა მოთამაშემ ჯონ რობერსონმა კი 32 წუთში 18 ქულა, 3 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.
ბერძენთა რიგებში კოსტას სლუკასმა 27 წუთში საკუთარ გუნდს 15 ქულა, 4 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ამრიგად, საბერძნეთის ნაკრები ჯგუფში 3 გამარჯვებითა და 1 მარცხით, ჯერჯერობით პირველ ადგილს იკავებს, სპანულისის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 4 სექტემბერს თბილისის დროით 22:30 საათზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ბოსნია და ჰერცეგოვინა კი ჯგუფში 2 მოგებითა და 2 მარცხით ჯერჯერობით მეორე ადგილზეა, ბოსნიელები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან, აღნიშნული მატჩი 4 სექტემბერს თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, ამავე C ჯგუფში დღეს თავის შეხვედრას საქართველოს ნაკრებიც გამართავს და თბილისის დროით 19:00-ზე მასპინძელ კვიპროსს დაუპირისპირდება.
· !! რავი რატო გეგონათ ბოსნია ხელწამოსაკრავი გუნდი არ ვიცი,წინა ევრობასკეთის სიტუაციაა, მაშინაც არასერიოზულად უყურებდით ბულგარეთს, უეჭველი მოვუგებთო იძახდით და კი ჩაგვტოვა ჯგუფში!
[VIDEO] ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია – ისრაელის ნაკრებმა საფრანგეთი 13 ქულით დაამარცხა
საქართველოსთან მარცხის შემდეგ ესპანეთმა ხასიათი გამოისწორა – სკარიოლოს გუნდმა ბოსნია და ჰერცეგოვინა გაანადგურა
საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] – 41 საბერძნეთთან – საქართველოს ნაკრებს ფინალის ტოლფასი ორი მატჩი ელოდება
[VIDEO] ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია – ისრაელის ნაკრებმა საფრანგეთი 13 ქულით დაამარცხა
[VIDEO] მარკანენის შოუ ტამპერეში – ლაურიმ დიდ ბრიტანეთს 23 წუთში 43 ქულა ჩაუგდო
იანისის ლიდერობით – საბერძნეთმა იტალია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი – საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
საქართველოს მეტოქე საბერძნეთის ნაკრები შესაძლოა ევრობასკეტიდან მოხსნან
საქართველოსთან მარცხის შემდეგ ესპანეთმა ხასიათი გამოისწორა – სკარიოლოს გუნდმა ბოსნია და ჰერცეგოვინა გაანადგურა
რუსეთმა საბერძნეთი დაამარცხა
