მორიგი საერთაშორისო აღიარება – პირველად ისტორიაში, საქართველო ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ კონგრესზე, “მადრიდ ფუშენზე” სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი

21 000 მონაწილე, 500-ზე მეტი მედიასაშუალება, 100-მდე ექსპერტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მადრიდ ფიუჟენ 2024-ზე არიან. ყველაზე მასშტაბური გასტრონომიული კონგრესის ისტორიაში, საქართველო ამ სივრცეში სტუმრის სტატუსით პირველად წარსდგება. სამდღიანი დატვირთული პროგრამით, ქართული სამზარეულო მსოფლიო გასტრონომიის პროფესიონალთა ყურადღების ცენტრში იქნება.

კერძების დეგუსტაცია, ვორკშოპები, კულინარიული ინოვაციების გაზიარება – ყველაზე გავლენიან გასტროკონგრესზე განთავსებული იქნება თემატური სცენები. ერთ-ერთი მთავარი სცენა ქართული კერძების მასტერკლასებს და ღვინის დეგუსტაციას დაეთმობა. უცხოელ ექსპერტებს ქვეყნის სავიზიტო ბარათს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე გააცნობს. შალვა ხეცურიანის თქმით, საქართველო, მსოფლიომ, ქვეყანაში წარმოებული პროდუქციით კიდევ უფრო მეტად უნდა გაგვიცნოს.

ღვინის დესგუსტაციის პარალელურად, რამდენიმე სექციად დაყოფილ კონგრესზე აქცენტი გაკეთდება ქართულ პროდუქციაზეც. გასტროკონგრესზე, საერთაშორისო ექსპერტები, მონაწილე ქვეყნების სარესტორნო მიმართულებასაც გაეცნობიან.
კონგრესში მონაწილეობას ქვეყნის იმიჯისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს გასტრონომიული მუზეუმის დამფუძნებელი. ესმა კუნჭულია “მადრიდ ფიუჟენს” ჯერ კიდევ 2017 წელს, როგორც ჟურნალისტი ეწვია.

“მადრიდ ფიუჟენი” 20 წელია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გასტრონომიული ინოვაციების დანერგვას უწყობს ხელს. თემატური სექციები წელსაც ტრადიციულად დატვირთული იქნება. გასტროკონგრესი მადრიდში 29 დან 31 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული – თუ არ დაგვემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი

ირაკლი კობახიძე – 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით

თამარ ჩიბურდანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ისტორიის შეფასება უკვე არის ძალიან მკაცრი, შენს პატიმრობას მთელი ერი სიხარულით შეხვდა, პატრიარქის გარდაცვალებას კი, მთელი საქართველო გლოვობს