მორიგი დიდი სკანდალი – “რეალი” ლა ლიგის დატოვებას განიხილავს

Sport.es წერს, რომ მსაჯებთან მუდმივი კონფლიქტებისა და სკანდალების გამო, “რეალი” ლა ლიგის დატოვებას განიხილავს. მადრიდელებს გერმანიის ბუნდესლიგის, საფრანგეთის ლიგა 1-ისა და იტალიის სერია A-ს ვარიანტი აქვთ.
“სამეფო გუნდს” ინგლისის პრემიერ ლიგის ვარიანტიც ჰქონდათ, თუმცა პრემიერ ლიგის რეგლამენტი ასეთ რამეს კრძალავს.
“ბლანკოსში” მიაჩნიათ, რომ ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი მათ წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს მსაჯებისა და სხვა კლუბების დახმარებით.
“რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი სუპერლიგის ჩამოყალიბების წინააღმდეგი კვლავ არაა და ტებასთან კონფლიქტის მთავარ მიზეზადაც ეს სახელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში