58 წლის იაპონელი თავდამსხმელი კაზუიოში მიურა ფეხბურთელს მომავალ წელსაც ითამაშებს. The Japan Times-ის ცნობით, ის 1-წლიანი იჯარით რანგით მე-4 დივიზიონის ბინადარ “სუძუკადან” მე-3 დივიზიონის წევრ “ფუკუშიმა იუნაიტედს” შეუერთდება.
ეს პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთელის, რომელიც ისტორიაში ყველაზე ხანდაზმულია, 41-ე სეზონი იქნება. Sportbible წერს, რომ ფეხბურთელის ამდენ ხნიანი თამაშის საიდუმლო მისი ჯანმრთელი ცხოვრების სტილია.
ფორვარდი ყურადღებას ამახვილებს სხეულის შემადგენლობაზე და რეგულარულად აკონტროლებს წონას და ცხიმის პროცენტულ მაჩვენებელს, ამავდროულად მიირთმევს ცილებით მდიდარ და უცხიმო საკვებს.
ვარჯიშის შემდეგ, ის ასევე ცნობილია იმით, რომ ყინულის აბაზანაში წვება და იტალიიდან წამოღებულ გაზიან წყალს სვამს.
2024 წელს L’Equipe-თან საუბრისას მიურამ გაამხილა, რომ მას 80 წლის ასაკშიც კი სურს თამაში და ბურთს იქამდე გააგორებს, ვიდრე სხეული ამის საშუალებას მისცემს.
[VIDEO] “მაქსი იმდენად გულუხვია, მეგობარი გამაცნო და მასზე გავთხოვდი” – ვანდა ნარას განცხადებას ყოფილი ქმრის თანდასწრებით, დიდი განხილვა მოჰყვა
ფავრი დაგვემშვიდობა – შვეიცარიელმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა
57 წლის კაზუიოში მიურა კარიერის დასრულებას არ აპირებს და ფეხბურთს მომავალ სეზონშიც ითამაშებს
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
56 წლის ასაკში მიურამ თავის კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
გახსოვთ შუნსუკე ნაკამურა? – 41 წლის ასაკში ახალ კლუბში გადავიდა




