მორატას შემცვლელი მიყვანილია – სიმეონეს გუნდი სორლოთმა გააძლიერა

ლა ლიგის ბინადარმა “ატლეტიკომ” გვაუწყა, რომ კლუბმა “ვილიარეალიდან” 28 წლის ნორვეგიელი ფორვარდი ალექსანდრ სორლოთი იყიდა და კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
transfermarkt-ის ინფორმაციით, გარიგების საფასურმა 28 მილიონი ევრო შეადგინა.
სორლოთმა გასულ სეზონში “ყვითელი წყალქვეშა ნავის” ფორმა ჯამში 41 შეხვედრაში მოირგო, სადაც 26 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მას ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ “რომას” ახალწვეულმა არტემ დოვბიკმა აჯობა, რომელიც იმხნად “ჟირონას” ღირსებას იცავდა.
ნორვეგიელი “ვანდა მეტროპოლიტანოზე” “მილანში” წასული ალვარო მორატას შემცვლელად მიიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში