მონღოლეთში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პირველად $1 მლრდ-ს მიაღწია

მონღოლეთის ტურიზმიდან შემოსავალმა პირველად 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ტურიზმის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
„2023 წლის პირველ 11 თვეში მონღოლეთს 600 ათასზე მეტი უცხოელი ტურისტი ეწვია. ამ პერიოდში მონღოლეთში ტურისტების უმრავლესობა რუსი, ჩინელი და სამხრეთ კორეელი იყო“, – ნათქვამია განცხადებაში.
დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ნოემბრიდან აპრილამდე ტურისტული სეზონის გაგრძელებისა და ტურისტების რაოდენობის გაზრდის მიზნით, ზამთრის ტურიზმის განვითარების პროექტზე მუშაობენ.
დღეს მონღოლეთის ეკონომიკა დიდწილად არის დამოკიდებული სამთო მოპოვებაზე და მინერალური რესურსების ექსპორტზე. ტურიზმის სექტორის განვითარება განიხილება, როგორც ეკონომიკური დივერსიფიკაციის ყველაზე ხელმისაწვდომი გადაწყვეტა.
მონღოლეთის მთავრობამ 2023, 2024 და 2025 წლები „მონღოლეთის მონახულების წლებად“ გამოაცხადა, ეკონომიკის გაფართოებისა და პანდემიით დაზარალებული ტურისტული სექტორის გასაძლიერებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

„მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში“ – გივი მიქანაძე