მონღოლეთის დედაქალაქში აფეთქდა მანქანა, რომელსაც 60 ტონა თხევადი ბუნებრივი აირი გადაჰქონდა. შემთხვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი მეხანძრე. დაშავდა, სულ მცირე 11 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია.
როგორც BBC წერს, შემთხვევის შედეგად, მიმდებარე ტერიტორიაზე 20 მანქანა დაიწვა, ცეცხლი გარშემო არსებულ სახლებსაც მოედო, რის გამოც საჭირო ევაკუაცია გახდა.
მონღოლეთის ვიცე-პრემიერის, საინბუიან ამარსაიხანის თქმით, არც ერთ შენობაში მსხვერპლი არ ყოფილა.
ცნობილია, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.