მონღოლეთის მთავრობა აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო ვერ დააკავეს

ვლადიმერ პუტინი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო ვერ დავაკავეთ. ამის შესახებ მონღოლეთის მთავრობის სპიკერი გამოცემა Politico-სთვის მიცემულ განცხადებაში საუბრობს.
მონღოლეთის მთავრობის სპიკერის თქმით, ქვეყანა ენერგეტიკული დამოკიდებულების ვითარებაში აღმოჩნდა, და ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერით პუტინის დაკავებას ართულებს.
“მონღოლეთი თავისი ნავთობპროდუქტების 95%-ისა და ელექტროენერგიის 20%-ზე მეტის იმპორტირებას ჩვენი უშუალო მეზობლებისგან [ და ჩინეთი] ახდენს, აქამდე ის ტექნიკური მიზეზებით გამოწვეული შეფერხებების განიცდიდა. ამ მიწოდებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია ჩვენი არსებობისთვის, ჩვენი ერის არსებობისთვის”, – განაცხადა მონღოლეთის მთავრობის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, მონღოლეთი “ყოველთვის ემხრობოდა ნეიტრალიტეტის პოლიტიკას თავის ყველა დიპლომატიურ ურთიერთობებში, რაც ჩვენი ოფიციალური განცხადებებით დასტურდება.”
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ს 3 სექტემბრის მონღოლეთში ვიზიტი მისი პირველი ვიზიტი გახდა რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყანაში, მას შემდეგ რაც 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ჰააგის სასამართლო) მისი დაკავების ორდერი გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გიორგი ისაკაძემ თავად აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩართული იყო ბიზნესის რეკეტში – ეს ადამიანი დღეს ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს და მაღალი ტრიბუნიდან, მედიიდან გვესაუბრება

ანალენა ბერბოკი – საქართველოსთვის 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები შევაჩერეთ – განვიხილავთ შემდგომ ზომებს – ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა, პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ