მონტენეგროში მსოფლიოს 20-წლამდელ მოჭადრაკეთა ჩემპიონატი დასრულდა

მონტენეგროში დასრულდა მსოფლიოს 20-წლამდელ მოჭადრაკეთა ჩემპიონატი, რომელშიც 65 ქვეყნის 263 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
ქართველი მოჭადრაკე კესარია მგელაძე მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერთა სამეულში იმყოფებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ფინიშზე ორი მარცხი განიცადა და საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი დაკარგა. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია მისი წარმატება – კესარიამ 43 სარეიტინგო ქულა მოიმატა.
ასევე, რეიტინგში პროგრესს მიაღწიეს ლუკა კილაძემ (+21 ქულა) და აკაკი ყალიჩავამ (+43 ქულა).
ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები:
19.კესარია მგელაძე – 6,5 ქულა; +43,2
37.ანასტასია კირთაძე – 6 ქულა; -5,2
36.ლუკა კილაძე – 6,5 ქულა; +21,2
79.აკაკი ყალიჩავა – 5,5 ქულა. +43,4

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პუტინის პრობლემა არაა იმდენად საკუთარი მოსახლეობა, რამდენადაც საკუთარი ჯარი. მილიონამდე მკვლელი, რომელიც უკან დაუბრუნდება “დედა რუსეთს”. ავღანეთის და ჩეჩნეთის ვეტერანები ძლივს გადახარშეს და ახლა უკრაინის ვეტერანები უნდათ?!