მონტენეგროში მიმდინარე 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველა ქართველმა მოიგო!

მონტენეგროში მიმდინარე 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველა ქართველმა მოიგო!
კესარია მგელაძემ, ფიდეს სახელით მოთამაშე რუსი, ანა ჟუროვა დაამარცხა და, 4,5 ქულით, აიან ალახვერდიევასა (აზერბაიჯანი) და უმიდა ომონოვასთან (უზბეკეთი) ერთად პირველ ადგილზეა!
მეექვსე ტურში, შავი ფიგურებით, კესარია სწორედ ალახვერდიევას დაუპირისპირდება.
ანასტასია კირთაძემ სომეხ ავი ავტისიანს მოუგო. მის ანგარიშზე 3,5 ქულაა.
მომდევნო ტურში ის ანა ჟუროვას შეხვდება.
გამარჯვებები ჭაბუკებმაც გვაჩუქეს – ლუკა კილაძემ ინდოელი დიდოსტატი – ა. რ. ილამპარტი დაამარცხა, აკაკი ყალიჩავამ კი არჟუნ არდირედს მოუგო.
წყარო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში