4 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთს უმასპინძლებს. მატჩის წინ პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ და მცველმა მერიჰ დემირალმა ისაუბრეს.
მონტელა: “მოგეხსენებათ, 4 მეკარე გვყავს. ყველა კარგ ფორმაშია, ხოლო ვინ ითამაშებს, წინასწარ არ ვიტყვი. მახსოვს, იტალიის ნაკრების შემადგენლობაში თბილისში რომ ვითამაშე, მაგრამ ახლა სხვა ქვეყანას წარმოვადგენ. მატჩისწინა ვარჯიშისთვის განსაზღვრული დრო არ გვაქვს, ახლა ასე გადაწყდა, დილით გვევარჯიშა. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ თამაშს, ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებს ბოლო წლებში სერიოზული პროგრესი აქვს და მათთან დაპირისპირება რთულია.
გიულერის ყველა შეხვედრას თვალს ვადევნებ, თამაში ყველა პოზიციაზე შეუძლია. რაც შეეხება მის პოზიციას ნაკრებში, ეს კონკრეტულ მატჩზეა დამოკიდებული”.
დემირალი: “გუნდში მორალურად ამაღლებული მდგომარეობა გვქვს. ორ ფეხბურთელს შორის დაპირისპირებაზე არ მსმენია. ხვიჩა კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ კარგი ვარჯიშები ჩავატარეთ, კარგად მოვემზადეთ და მასთან, ისევე როგორც მთელ გუნდთან სათამაშოდ მზად ვართ”.
შეგახსენებთ, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
კაშია: თურქეთის ნაკრების დამარცხების გვჯერა
კაშია: თურქეთის ნაკრების დამარცხების გვჯერა
ვინჩენცო მონტელა
ვინჩენცო მონტელა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია – ევროპირველობაზე შემთხვევით არ ასპარეზობს
მონტელა: ისევ საქართველო შეგვხვდა – მესამე კალათიდან ყველაზე მძიმე მეტოქე
არეულობა თურქეთის ნაკრებში? – აქთურქოღლუს განცხადების გამო თანაგუნდელები აღშფოთდნენ, ფეხბურთელს მონტელა შეხვდება
“ყველა ფეხბურთელს თვალებზე გკოცნით…” – საქართველოსთან მატჩის შემდეგ თურქეთის გასახდელში ერდოღანმა დარეკა… პრეზიდენტის, მონტელასა და ფეხბურთელების დიალოგის დეტალები [VIDEO]

 
				 
								
 
								

