მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის მიუხედავად, მიწვეული იქნა თინა ბოკუჩავაც, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის უდიდესი შეურაცხყოფა იქნებოდა, თუნდაც დათქმით, საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა

მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის მიუხედავად, მიწვეული იქნა თინა ბოკუჩავაც, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის უდიდესი შეურაცხყოფა იქნებოდა, თუნდაც დათქმით, საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა
როგორც კულუარულად, ასევე, პირდაპირი კონტაქტების საფუძველზეც, დელეგაციის ხელმძღვანელს და დელეგაციის წევრებს, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ დღის წესრიგში იდგა მხოლოდ ერთი საკითხი – არ ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის მიერ წარდგენილი ახალი დელეგაციის უფლებამოსილება ცნობილი. ჩვენ ვხედავდით, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაგისახელეთ, ამ კონტექსტში აქტიურობდნენ და მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ამ მიზნისთვის მიეღწიათ, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა გივი მიქანაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებით ეს პოზიციონირება გამოიკვეთა მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე თინა ბოკუჩავაც დაესწრო და სრულიად დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაცია გაავრცელა.
“განსაკუთრებით ეს პოზიციონირება გამოიკვეთა მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, რომლის წევრი არც დელეგაციის ხელმძღვანელი და არც მე არ ვიყავით, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი საქართველოს ეხებოდა, დელეგაციამ მიიღო მოწვევა და დელეგაციის ხელმძღვანელი დაესწრო ამ კომიტეტის სხდომას. აღმოჩნდა, რომ სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის მიუხედავად, მიწვეული იქნა თინა ბოკუჩავაც. ზოგადად, მონიტორინგის კომიტეტი დახურულ ფორმატში იმართება, ის არ არის ღია და საჯარო, თუმცა, რა თქმა უნდა, დელეგაციის ხელმძღვანელი ესწრებოდა ამ სხდომას, ჰქონდა საშუალება, რომ ჩვენი დელეგაციის პოზიცია დაეფიქსირებინა, თუმცა, ამავდროულად, მან მოისმინა ინფორმაცია, რომელიც გააჟღერა თინა ბოკუჩავამ, რომელიც იყო სრულიად დეზინფორმაციული ხასიათის. ეს ადამიანი პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოში არის რუსული ხელისუფლება, საჭიროა ზომების მიღება და რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის ეს იქნება უდიდესი შეურაცხყოფა, რომ თუნდაც დათქმით, ცნოს საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის უფლებამოსილება. ” – განაცხადა მიქანაძემ.
Next: განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ „ევროპის სახალხო პარტიისა“ და „ალდეს“ წარმომადგენლები, ძალიან აქტიურობდა უკრაინის დელეგაცია, რომელიც უდიდესი შემადგენლობით დაეთანხმა საკითხს, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოში არ ყოფილიყო ცნობილი

ასევე დაგაინტერესებთ

მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები, არამედ გადავამისამართოთ საქართველოს გავლით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე თურქეთამდე და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე

ევროპარლამენტი ამბობს რომ საქართველოს, 1 200 000 მოქალაქე, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” ხმა მისცა-“ხალხი არ არის” და ის დგას მხოლოდ ხალხის იმ ნაწილთან, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს