„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებით ლარიზაცია კიდევ უფრო გაიზრდება“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე

“მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებით ლარიზაცია კიდევ უფრო გაიზრდება,” – ამის შესახებ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ “ბიზნესპარტნიორის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე შეფასების, საბანკო სექტორის სისტემური რისკი მთლიანად შემცირდება.
“მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება რამდენიმე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ეკონომიკაზე. მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მცოცავი საპროცენტო განაკვეთი აქვს და ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანწილად მოსახლეობის ძალიან დიდ რაოდენობას საპროცენტო განაკვეთები შეუმცირდებათ. ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, საბანკო სექტორისთვის ერთ-ერთი სისტემური საკითხი არის დედოლარიაზაცია და ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით მოხდება ის, რომ წლების განმავლობაში რაც ტრენდი არსებობდა, რომ ლარების სესხების წილი იზრდება, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს იმას, რომ ლარიზაცია კიდევ უფრო გაიზრდება და საბანკო სექტორის სისტემური რისკი მთლიანად შემცირდება. ამასთან, ეს კიდევ ერთხელ წაახალისებს სესხების გაცემას როგორც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე მსხვილი ბიზნესისთვის და შესაბამისად, 2024 წელს ეკონომიკის ზრდას ხელს შეუწყობს”, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 13 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს. ეს 2021 წლის თებერვლის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 8 მაისს ჩატარდება.
bp.ge