მონეტარული ოქრო საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 11.9%-ს შეადგენს

2024 წლის ივლისის მდგომარეობით მონეტარული ოქრო საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 11.9%-ს შეადგენს, ინფორმაციას Galt&Taggart ყოველკვირეულ მიმოხილვაში აქვეყნებს.
„საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2024 წლის ივლისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 14.1%-ით შემცირდა და 4.7 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით რეზერვები 2.0%-ით გაიზარდა (+90.5 მლნ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მარტში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებში ოქროს დამატების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-მა შეიძინა 7 ტონა ოქრო, რომლის ღირებულებაც ამჟამად 556.7 მილიონი დოლარია.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”