მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.4%-ს შეადგენს – Galt&Taggart

2025 წლის იანვრის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.4%-ს შეადგენს, – ნათქვამია Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2025 წლის იანვარში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 8.7%-ით შემცირდა და 4.4 მლრდ დოლარი შეადგინა. ამასთან, იანვარში წინა თვესთან შედარებით რეზერვები 0.4%-ით შემცირდა (-18.5 მლნ დოლარი).
რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 თებერვალს).

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”