მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის, კანონიერად მოიპოვეს თუ არა მათი ნომერები, ვისაც ურეკავენ და აგინებენ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ შეისწავლიან რამდენად კანონიერად მოიპოვეს იმ მოქალაქეების მობლურის ნომრემრები, რომელებსაც უცნობი პირები ბოლო დღეების განმავლობაში უკავშირდებიან. „აგენტების კანონის“ მოწინაღმდეგეებს მეორე დღეა უცხო პირები ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან.
„სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას“, – წერია განცხადებაში.
ამ დრომდე უცნობია, დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება.
უცხო პირებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების პირად სატელეფონო ნომრებზე დარეკვა გუშინ დაიწყეს. მოქალაქეები სოციალურ ქსელში ერთმანეთის მიყოლებით წერდნენ, რომ სხვა ქვეყნის სატელეფონო ნომრით დაუკავშირდა უცნობი, რომელმაც აგინა. დღეს იმავე ადამიანეთან დასარეკად საქართველოში რეგისტრირებული სატელეფონო ნომრები გამოიყენეს.
მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 1 მაისს მეორე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, იმის მიუხედავად, რომ დედაქალაქში ხალხმრავალი აქციები იმართება. აქციაზე სცემეს ოპოზიციონერ დეპუტატებს, ლევან ხაბეიშვილსა და ალეკო ელისაშვილს.
კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ჯაფარიძე პენსიონერებს – 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება თქვენი უზრუნველი სიბერე, 1-ელ დეკემბრამდე გაგინულდებათ საპენსიო სესხები, პენსია გახდება მინიმუმ 1000 ლარი