მონაკოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

მონაკოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
გასტრონომიულ ფესტივალში Salon Monte Carlo Gastronomie ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანია მონაწილეობდა: შალაურის ღვინის მარანი, ენშენთ ველი, კონჭო და კომპანია, თავანკარი, შუხმან ვაინს ჯორჯია, ვინივერია, ქვევრის ღვინის მარანი, ვაზისუბნის მამული და შატო მუხრანი.
ფესტივალს ათასობით სტუმარი, როგორც ღვინის მომხმარებელი, ასევე კომერციული და HoReCa სექტორის წარმომადგენელი დაესწრო, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით.
Salon Monte Carlo Gastronomie ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა აღნიშნულ რეგიონში, რომელში მონაწილეობაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას არა მარტო მონაკოში, არამედ საფრანგეთში.