მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი ექსკლუზიური ხის სახეობებისგან დამზადებული პროდუქცია, რომელიც შეიძლება ითქვას, ამიერკავკასიაშიც არ არის, – აცხადებს „ეკოვუდის“ საოპერაციო დირექტორი გიორგი სრესელი, რომელმაც რადიო „კომერსანტის“ ეთერში 2025 წელი შეაფასა და კომპანიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
როგორც გიორგი სრესელი აღნიშნავს, კომპანიას პროდუქცია ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებიდან შემოაქვს და ეკოლოგიურად სუფთა სივრცის შესაქმნელად მომხმარებელს ექსკლუზიურ ნაწარმს სთავაზობს.
„დავისახეთ მიზნად, მომხმარებელს უფრო ფართო არჩევანი დახვედროდა სხვადასხვა ხის სახეობის, სხვადასხვა პროდუქციის, რაც შევძელით კიდეც. შევთავაზეთ ისეთი ექსკლუზიური ხის სახეობებისგან დამზადებული პროდუქცია, რომელიც შეიძლება ითქვას, ამიერკავკასიაშიც არ არის.
გვახარებს, რომ მომხმარებლებისგან უკუკავშირი ძალიან ჯანსაღია, რაც დამატებითი მოტივაციაა, უფრო მეტი გავაკეთოთ“, – აცხადებს გიორგი სრესელი.
მისივე განმარტებით, „ეკოვუდი“ მომხმარებლის წინაშე 2026 წლიდან ახალი შოურუმით წარდგება, რომელიც კომპეტენტური კონსულტაციის ფონზე არჩევანის გაკეთებას კიდევ უფრო მეტად გააადვილებს.
„გარდა იმისა, რომ ადამიანს სურვილი ჰქონდეს, მოაწყოს ეკოლოგიურად სუფთა სივრცე, არის მეორე მომენტი, დაზოგოს დრო, რათა შედეგი მალე მიიღოს. სწორედ ეს არის ჩვენი ნიშა – ნებისმიერი პროდუქტი ისეთი უნდა შევთავაზოთ მომხმარებელს, აღარ გაწვალდეს, დამატებითი დრო აღარ დახარჯოს.
საცალო გაყიდვების შოურუმი თბილისში, წყალსადენის 21 ნომერშია, სადაც თბილისის ცენტრალური საწყობია და მომხმარებლებს ამ მისამართზე ახალ შოურუმში მივიღებთ. ასევე, გვაქვს ცენტრალური რეგიონული საწყობი ნატახტარში, სადაც მოწყობილია ჩვენი წარმოებაც. 2026 წლის დასახული მიზანია, წარმოების რესურსები მაქსიმალურად დავტვირთოთ, რათა უნარჩენო წარმოების ხაზი სრულად მიღება შევძლოთ“, – ამბობს „ეკოვუდის“ საოპერაციო დირექტორი.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც აუცილებლად აღნიშვნას იმსახურებს, ის გახლავთ, რომ კომპანიას დასაქმებული ჰყავს შშმ პირები, რომლებიც მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ პროდუქციას ქმნიან.
„გვქონდა საპილოტე ვერსია, მოვსინჯეთ პატარა, ექსპრეს ფილიალი დიდუბეში, „მეგალაინის“ სავაჭრო ცენტრში, რომელმაც გაამართლა და შესაძლოა, ეს მოდელი 2026 წლისთვის სხვადასხვა რეგიონზეც მოისინჯოს. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ ყველაზე დიდ სამშენებლო ჰიპერმარკეტებთან, საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 25-მდე ობიექტს ვამარაგებთ.
მთელი წლის მანძილზე ბევრი სიახლე და ფასდაკლება გვექნება. თუმცა, ვცდილობთ, ფასდაკლების გარეშეც ფასები მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს.“, – განაცხადა გიორგი სრესელმა.




