„მომხმარებელთა 70% FMCG პროდუქციისთვის ელ.კომერციას არ იყენებს, 30% კი საკურიერო სერვისით სარგებლობს“ – TBC Capital

მომხმარებელთა 70% FMCG პროდუქციისთვის ელ. კომერციას არ იყენებს, დარჩენილი 30% ძირითადად კურიერი კომპანიების სერვისით სარგებლობს, – ამის შესახებ TBC Capital-ის კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული 30%-დან – 23% ქსელური მარკეტების აპლიკაციას იყენებს, 8% ქსელური მარკეტის ვებგვერდს.
ანგარიშის თანახმად, წელს ამ ბაზარზე 9.8%-ის წლიური ზრდა არის მოსალოდნელი, რის შედეგადაც ჯამური ბრუნვა 24.2 მილიარდ ლარს მიაღწევს, 2026 წელს კი ამ სექტორში ბრუნვის ზრდის 5.9%-მდე შენელება არის პროგნოზირებული.
ბაზრის 59% არაკორპორატიზებულ (ე.წ. ტრადიციულ) სავაჭრო ობიექტებზე მოდის, 38% კი ქსელურ მარკეტებზე მოდის, რასაც TBC Capital-ი ბაზრის თანამედროვე სეგმენტს უწოდებს. თუმცა, თბილისში ქსელური მარკეტების წილი არის 54%, ხოლო რეგიონებში 28%. ამასთან, ს თანახმად, თუკი თბილისში ბაზრის ქსელური მოთამაშეების წილი უცვლელი დარჩა, რეგიონებში ის წლიურად 3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
თუმცა, ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ქვემო ქართლი (16%), კახეთი (18%) და გურია (20%), ბაზარზე ქსელური მარკეტების წილი კვლავ 25%-ზე ნაკლებია.
კომპანიებს შორის საბაზრო წილით პირველ ადგილს “დეილი ჯგუფი” იკავებს, რომლის ბრენდებიც მოიცავს “დეილის”, “სპარს”, “კალათას”, “მაგნიტს”, “გვირილას” და “იოლს”. აღნიშნული ჯგუფი გასულ წელს შემდგარი გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა. აღნიშნული ჯგუფის შემოსავალი ბაზრის თანამედროვე, ანუ ორგანიზებული სეგმენტის 33%-ს შეადგენს.