მომწამვლელი პროდუქცია რუსული კომპანიისგან საბავშვო ბაღებში – დეტალები

მთავარი არხის ცნობით, საკავებად უვარგისი რძის პორდუქტები გორის მუნიცპალიტეტის საბავშვო ბაღებში – როგორც ირკვევა, გასული წლის 4 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში მძიმე მეტალის ნაწილაკებით დაბინძურებული რძის პროდუქტები შედიოდა. ასევე, პროდუქცია იყო ნაწილობრივ ობიანი. სამხარაულის ექსპერტიზამ კიდევ რამდენიმე დარღვევა დაადგინა. მაგრამ კომპანია “ამალთეასთან” კონტრაქტი არ გაწყვეტილა და ბავშვებთან წუნდებული პროდუქცია დაუბრკოლებლად შედიოდა.
ცნობილია, რომ კომპანიის დამფუძნებლები ს მოქალაქეები არიან. ექსპერტები ამბობენ, რომ კომპანიის წარმომავლობა საეჭვოა. მათ კითხვის ნიშნები აქვთ კომპანიისთვის გორის ბაღების გაერთიანების მიერ გამოყოფილ თანხაზეც – “ამალთეა ჯგუფმა” ამისთვის დაახლოებით 500 ათასი ლარი მიიღო.
ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ გორის ბაღების გაერთიანებამ მოახდინა და კომპანიას, 4 თვის შემდეგ, დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
ცნობილი ხდება ისიც, რომ კომპანია “ამალთეა ჯგუფი” 2023 წლის მარტიდან გორის მუნიციპალიტეტის ბაღებთან ერთად, ხაშურის ბაღებსაც ამარაგებდა. გორში ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ კი, ხაშურის ბაღების მომარაგება მაინც გააგრძელა.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის