“მომცელა ერთი ტროლის კომენტარმა… აი, ასი წელი ვერ გამოიცნობთ” – რას წერს დავით ზურაბიშვილი

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
ერთი ტროლის გვერდზე შევედი, სადაც გამოფენილია ილიაუნის ლექტორთა პორტრეტები. ლევან ბერძენიშვილი, გია ნოდია, დავით დარჩიაშვილი, თამთა მიქელაძე, ვახუშტი მენაბდე და კიდევ სხვები, ყველას აღარ ჩამოვთვლი. კომენტარებში მიდის სხვა ტროლების და ტროლებთან გათნაბრებული ცალტვინების შაბაში: “უსამშობლოები”, “მოღალატეები”, “მიშას მონები”, “აქამდეც უნდა მიეხურათ” და ა. შ. და ა. შ.
მოკლედ, სახელისუფლო პროპაგანდის ერთი რიგითი გვერდია, რომლის მსგავსი ვირტუალური მაკულატურა ოხრადაა მთელ ინტერნეტში, მაგრამ მე პირადად, რომ იტყვიან, მომცელა ერთმა კომენტარმა. აი, ასი წელი ვერ გამოიცნობთ ასეთი რამ თუ შეიძლება დაეწერა პროსახელისუფლებო ტროლს ამ პორტრეტების მისამართით. “რუსეთის აგენტურა!!!” არანაირი დიფსთეითი და გლობალური ომის პარტია. აი, ეგრე!
არა, რაც გინდა თქვი და არაა ეს ხალხი ჯანმრთელად, არა!

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება

“გამოდის რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უნდა გვაზეიმონ. შაჰ აბასმა ლაშქრობების დროს ნახევარი საქართველო ააოხრა და კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივად გადაასახლა ირანში”