მომღიმარი კიტეიშვილი – როგორ მიმართა “ლაიფციგის” დამარცხების შემდეგ ფეხბურთელებს “შტურმის” მწვრთნელმა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ოთარ კიტეიშვილმა “შტურმმა” საკუთარ მოედანზე “ლაიფციგს” 1:0 სძლია, თუმცა პლეი-ოფის საგზური ვერ მოიპოვა და საბოლოოდ, ლიგის ფაზა 30-ე ადგილზე 2 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა.
მატჩის დასრულების შემდეგ გრაცელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა მიჩელ მედლმა ფეხბურთელებს ემოციურად და სახალისოდ მიმართა, რითაც კიტეიშვილიც გაამხიარულა.
“ბიჭებო, როგორც უკვე გითხარით, მჯეროდა, რომ ჩვენ ამ სისხლიან ჩემპიონთა ლიგას ხმაურით დავასრულებდით! მადლობა ჩვენს გერმანელ მეგობრებს! ჩვენ გვიყვარს ისინი და ვაფასებთ მათ, მაგრამ სახლში ნული ქულით ვაგზავნით. შეუძლიათ თვითმფრინავში სოსისები
ჭამონ, ვიდრე სახლში მივლენ”, – თქვა მედლმა და შემდეგ გერმანულად სკანდირება დაიწყო.
ინფორმაციისთვის, მედლი მცველი გახლდათ და “შტურმის” ერთ-ერთი გამოჩენილი წევრიც. მან გრაცული გუნდის ფორმა 2012/16-წლებში ჯამში 111 შეხვედრაში მოირგო. ის აქამდე “შტურმის” მეორე გუნდს ავარჯიშებდა, გასული წლის ნოემბერში კი გრაცელთა მთავარი კლუბის დამრიგებლის ასისტენტი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში