მომღერალი პოლა აბდული AMERICAN IDOL-ის პროდიუსერს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

პოლა აბდულმა სასამართლოში უჩივლა American Idol-ისა და So You Think You Can Dance-ის პროდიუსერს, ნაიჯელ ლითგოუს. მომღერალი კაცს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
მომღერლის საჩივრის მიხედვით ლითგოუს სექსუალური შევიწროების ორ ფაქტზე ედება ბრალი, რომელიც American Idol-ის გადაღებებზე მოხდა. აბდული შოუს ერთ-ერთი მსაჯი იყო.
მომღერლის თქმით თავდასხმის ერთი შემთხვევა ლიფტში მოხდა.
“ლითგოუმ აბდული კედელთან მიაყენა, შემდეგ ხელით შეეხო მკერდზე და გენიტალიებზე და პირში ენა ჩათხარა”. – წერია სარჩელში.
“შოკირებული და დასევდიანებული პოლას ბრალდებებით. თითქმის ორი დეკადაა მე და პოლა მეგობრები და კოლეგები ვართ, რომელთაც მხოლოდ პლატონური გრძნობები აკავშირებთ”. – ამბობს ბრალდებული ლითგოუ.
აბდული American Idol-ის ჟიურის წევრი 2002-2009 წლებში იყო, ხოლო ლითგოუ შოუს 2002-2008 წლებში ხელმძღვანელობდა.
აბდულის თქმით ლითგოუმ ასევე სექსუალურად შეავიწროვა მომღერლის პერსონალური ასისტენტიც.

ასევე დაგაინტერესებთ

“იმ სამარცხვინო ტყუილის შემდეგ, რაც გუშინ “რეაბილიტაციის” კომიტეტმა ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხო განცხადებაში იკადრა, კიდევ ერთხელ ვასაჯაროებთ სახურავზე დაგროვებული თოვლის ამსახველ ფოტომასალას”