მომღერალი ლევან კაშმაძე გარდაცვლილი ნახეს

ემიგრანტების რჩეული მომღერალი, ლევან კაშმაძე გარდაცვლილი ნახეს. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„გლოვობს ჩემი სამტრედია, კულაში გარდაიცვალა მომღერალი, ლევან კაშმაძე. დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა… ენით აუწერელი ტკივილი დაგვიტოვე, გაანადგურე და თავდაყირა დააყენე ყველას ცხოვრება, ვინც გიცნობდა, ნათელში იყავი ჩვენო ყველასგან და ყველაფრით გამორჩეულო და განსაკუთრებულო.
მოიხსენიეთ ახლად შესვენებული ლევანი… კიდევ ერთი ახალგაზრდის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე…“ – წერს სიხარულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…