მომსახურების სააგენტო 1,5 მლნ ლარის ვიდეოსათვალთვალო კამერებს ყიდულობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ვიდეოსათვალთვალო კამერებს ყიდულობს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 511 190 ლარია. წინადადებების მიღება 28 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბერს დასრულდება.
საუბარია 225 გარე და 291 შიდა კამერის შესყიდვაზე, რომლებიც საქართველოს 10-ზე მეტ ქალაქში მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა შენობებზე/ში განთავსდება, მათ შორის საგამოცდო ცენტრებსა და მოედნებზე.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟი, შესაბამისი აღჭურვილობით და თანმდევი მომსახურებით.
წყარო: bm.ge