მომსახურების სააგენტოს ავტომობილები შეიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ავტოპარკი „Skoda Scala“-ს მარკის ავტომობილებით განახლდა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ახალი ავტომობილები თანამედროვე GPS სისტემებით არის აღჭურვილი და საქართველოს მასშტაბით სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში ეტაპობრივად ნაწილდება. განახლებული ავტოპარკი სააგენტოს დირექტორმა, გიორგი გუნცაძემ დაათვალიერა და რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი