12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა ნატო ხუტაშვილი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვს. ხუტაშვილი კობახიძეს სთოხვს პირად კონტროლზე აიყვანოს მისი შვილი გარდაცვალების საქმე.
“გთხოვთ როგორც მამას, პირველ რიგში, ჩაერთეთ ამ საქმეში, აიყვანეთ ეს საქმე პირად კონტროლზე და ნახეთ, რომ ამ საქმეში არაფერი არ ხდება და წინსვლა არაა, გადაახედინეთ ეს საქმე თავიდან, შემოწმდეს ყველაფერი, იქნებ რაღაც ნიუანსი იპოვოთ, თორემ დარჩენილია ეს საქმე გამოძიების გარეშე და ვიღაც დადის, ვინ 12 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ყველასთვის საშიშია, როდესაც ასეთი ადამიანი თავისუფლად დადის და მე, უბედური დედა ვიხვეწები 3 წელია, მომიძებნეთ ჩემი შვილის მკვლელი, გავიგო რა ვითარებაში მოკვდა ჩემი შვილი – ამაზე არ მაქვს პასუხი, არ მაქვს გამოხმაურება და არ მაქვს შედეგი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია”. – ამბობს ხუტაშვილი TV პირველის ეთერში.
დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ბავშვი გარდაცვლილი 2023 წლის 17 მარტს იპოვეს. 16 მარტის საღამოდან სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე 23:00-დან მოზარდი დაიკარგა. 12 წლის გოგო რამდენიმე საათში გარდაცვლილი ნახეს.
საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მოგვაინებით ითქვა, რომ ბავშვის დაღუპვა უბედურმა შემთხვევამ გამოიწვია, მას საკვები გადასცდა.
იანუშაიტიტეს დედას კითხვები გამოძიებასთან აქვს, ამბობს რომ შვილი მოუკლეს, ექსპერტებმა და გამომძიებლებმა კი გულგრილობა გამოიჩინეს. საქმეზე გამოძიება გულგრილობის მუხლითაც დაიწო.
“ვითხოვ შეხვედრას, კვლავ ვითხოვ რომ ჩატარდეს ჩემი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ეფექტური გამოძიება, ვინაიდან, მე ვთვლი, რომ არ არის ახლა ეფექტური გამოძიება. 1 თვეა ვითხოვ ერთ-ერთი მოწმის დაკითხვას და ვერ მოხერხდა. ერთი გამომძიებელი წასულია შვებულებაში, ხომ შეიძლება ის ჩანაცვლდეს სხვით?! პრაქტიკულად საქართველოში კამერის წინ თუ არ მოხდა დანაშაული გამოძიება ვერ ჩატარდება, მე ამას მივხვდი. […]
უამრავი მკვლელობა ხდება, მაგრამ ყველა მკვლელობა როგორღაც იხსნება, ჩვენი საერთოდ არაფერი – არ არის სიახლე იოტისოდენა. ესაა დაცინვა, არაპროფესიონალიზმი, გულგრილობა, მავნებლობა, ყველაფერია ერთად შერწყმუული ვერც გამოვყოფ. […]
აქ კითხვები აღარ არის, ეს მართლა მკვლელობაა. კითხვები უბრალოდ იმ ნაწილში მაქვს, რომ რატომ არ უნდათ რომ აღიარონ რომ ესაა მკვლელობა. 3 წელი გავიდა, კომისიური ექსპერტიზა დღემდე ვერ შედგა, ვერ დაჯდა სამი ექსპერტი, რომ დასკვნა დაწერონ, ეს მიჩენს ეჭვებს. ის მიჩენს ეჭვებს, რომ მე-18 დღეს ყველაფერი გაჩეხეს იქ და სახე უცვალეს იმ ადგილს, როგორ შეიძლება ამ ყველაფერზე ეჭვი არ გაგიჩნდეს ადამიანს, თორემ ჩემი შვილი რომ მოკლულია ამაში ეჭვი არ მეპატრება დაზიანებები სახიდან გამომდინარე, რა მდგომარეობაში იყო ბავშვი, ნაბრძოლი იყო, დაგლეჯილი და დაბრდღვნილი. რა თქმა უნდა იმ ადგილას [სადაც იპოვეს] ვერ მოხვდებოდა, საყურე თმაში ვიპოვეთ, ხელში თმა ჰქონდა თავდამსხმელზე გამოგლეჯილი, უკნიდან წვივში წიხლი ჰქონდა ჩარტყმული, მეტრიან მილზეა ბავშვი ძალით გადაყვანილი და ფეხები აქვს მაგ დროს დაგლეჯილი. ეჭვს ბადებს, რომ მეუბნებიან ეს ლინზაზე აკრული შენ გეჩვენება, გადაცდენით არის ბავშვი დაღუპული, ადგილი რომ გამიჩეხეს, დაზარალებულის სტატუსის მოცემა რომ არ უნდოდათ, კამერის ჩანაწერებზე რომ მითხრეს დაგვავიწყდა აგვეღოო, შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისულები იყვნენ და ამოღებული არ იყო შეგნებულად, მერე მესამე ვერსია თქვეს მივედით და არაფერი არ ჩანდაო”. – ამბობს იანუშაიტიტეს დედა.
2023 წლის 5 ივლისს პროკურატურამ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების ცნობით, სავარაუდოდ შენახვის პირობების დარღვევის გამო, გვამიდან აღებულ საკვლევ მასალაზე ობის მაგვარი დანაშრევები წარმოიშვა.
ბიოლოგიური ექსპერტიზის კვლევის ჩასატარებლად ექსპერტის მიერ შესაბამისი წესით დალუქული ფუთები გაიხსნა, რომლებშიც მოთავსებული იყო ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული ნაცხის ნიმუში და ანაწმენდები. ფუთების გახსნისას აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ შენახვის პირობების დარღვევამ საკვლევ მასალაზე ობის მაგვარი დანაშრევების წარმოშობა გამოიწვია.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება” – ნათქვამია განცხადებაში.
უფლებები საქართველო: შესაძლოა, დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს გვამის გადამალვა სცადეს
“ექსპერტიზის დასკვნაში 39 დაზიანებაა ასახული” – დიღომში გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის ადვოკატი
2023 წლის 10 აგვისტოს მტკიცებულებების დაზიანების საქმეზე, გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედა დაზარალებულად ცნეს.
2023 წლის 19 ოტომბერს სასამართლომ 12 წლის გოგოს საქმეზე ექსპერტს 2 500-ლარიანი გირაო შეუფარდა. 27 დეკემბერს ბავშვის დედამ განაცხადა, რომ ექსპერტიზის ბიუროს არ ენდობიან და მტკიცებულებებს FBI-ში გაგზავნიან.
2024 წლის 1 მარტს 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიებაში მონაწილე ექსპერტს, დავით გრიგოლიას, პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.
ექსპერტს ბრალი ედება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლაში, რაც, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში და, შედეგად, ნივთმტკიცების დაზიანებაში გამოიხატა.
გრიგოლიას თავდაპირველად ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარედგინა და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის თანამდებობიდანაც გადააყენეს.
სახალხო დამცველის შეფასებით, 12 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე გამოძიება არაეფექტურია – RG