“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ მთავარ მწვრთნელს, რუბენ ამორიმს “ნაპოლის” გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს, ამის შესახებ ინფორმაციას Calcionapoli24-ის ჟურნალისტი ლუკა კერჩონე ავრცელებს.
იტალიელის ცნობით, ქართველის შეძენა ამორიმის პირველი მოთხოვნაა, მხარეები კი გარიგებაზე მუშაობას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიწყებენ.
შეგახსენებთ, ამორიმმა “წითელ ეშმაკებში” ნიდერლანდელი ერიკ ტენ ჰაგი შეცვალა.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია და “ნაპოლი” ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ აღწევენ.