მომიტინგეებმა ფოთის პორტამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და აცხადებენ, რომ მთავრობამ ევროკავშირთან „ინტეგრაცია შეაფერხა“

ფოთში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეებმა ფოთის პორტამდე მისასვლელი, ერთ-ერთი გზა – გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მონაკვეთი გადაკეტეს.
დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლებამ საქართველოს ევროკავშირთან „ინტეგრაცია შეაფერხა და ამით, დაუპირისპირდა“ ქართველი ხალხის ისტორიულ მონაპოვარს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა