მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის წინ, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, წყლის ჭავლი გამოიყენა.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “საქართველო, საქართველო”.
მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველები პერიოდულად წყლის ჭავლს უშვებენ, აქციის მონაწილეები არ იშლებიან. ისინი პროტესტს შეძახილებით გამოხატავენ.
ასევე, დემონსტრანტები აქტიურად ისვრიან პიროტექნიკას და სხვადასხვა საგნებს სამართალდამცველების წინააღმდეგ.