მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაკეტეს.
პოლიციამ მათ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
პარლამენტის მიმდებარედ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.
უწყვეტი პროტესტის 336-ე დღესაც აქციის მონაწილეები უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას “საზმაუს მარში” შემოუერთდა, რომლებიც მანამდე ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად რუსთაველის ძეგლთან აქციას მართავდნენ.
“გამარჯვება ხალხშია, ძალა ერთობაშია”; “ცეცხლი ოლიგარქიას”; “ბოლომდე, ბოლომდე”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”