მომიტინგეებმა პარლამენტის შენობასთან არსებული რკინის ჯებირი მოხსნეს – პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი კვლავ გამოიყენა

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან დამონტაჟებული რკინის ჯებირი მოხსნეს.
სამართლადმაცველებმა გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. პარალელურად ადგილზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა.
პარლამენტის მიდებარედ სპეციალური დანიშნულების რაზმი და სამართალდამცველები არიან განლაგებული, მათ თითქმის სრულად აქვთ ჩაკეტილი ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩზები. ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.