მომიტინგეები ცდილობენ ასიამოვნონ ტრამპი – აიათოლა ხომეინი

ბიბისის ცნობით, დღეს დილით მხარდამჭერებთან საუბრისას, ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ დემონსტრანტებს „ვანდალების ბრბო“ უწოდა, რომლებსაც, მისი აზრით, სურთ “ასიამოვნონ” -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
ნაციონალური ტელევიზიით გადაცემულ ვიდეომიმართვაში მან თქვა: „თეირანსა და სხვა ადგილებში ვანდალების ჯგუფი გამოვიდა და საკუთარი ქვეყნის შენობები დაანგრია მხოლოდ იმისთვის, რომ -ის პრეზიდენტს ასიამოვნონ.
ეს იმიტომ, რომ მან გააკეთა აბსურდული განცხადება, თითქოს მხარს გიჭერთ თქვენ – მეამბოხეებსა და ქვეყნის დამაზიანებელ ხალხს. თუ რამე შეუძლია, ჯობია საკუთარ ქვეყანას მიხედოს“.
ირანის ლიდერმა, რომელიც ხელისუფლებაში 1989 წლიდან იმყოფება, დაამატა, რომ ტრამპის ხელები „გასვრილია ათასზე მეტი ირანელის სისხლით, რომლებიც [ისრაელთან] 12-დღიანი ომის დროს მოწამეობრივად დაიღუპნენ“.
„გამოუცდელი და დაუდევარი ადამიანების ჯგუფი მას უჯერებს და მისი სურვილისამებრ მოქმედებს. ისინი ნაგვის ურნებს ცეცხლს უკიდებენ, რათა ტრამპს ასიამოვნონ”, – განაცხადა მან.
„იცოდეს ყველამ, რომ ისლამური რესპუბლიკა ხელისუფლებაში რამდენიმე ასეული ათასი ღირსეული ადამიანის სისხლის ფასად მოვიდა და ის უკან არ დაიხევს მათ წინაშე, ვინც ამას უარყოფს“.
ირანის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს – ანალიტიკოსების აზრით, ეს ყველაზე მასშტაბური პროტესტია ირანში ბოლო წლების განმავლობაში.
BBC -ის სპარსული სამსახურის ცნობით, 8 იანვრის საღამოს თეირანსა და ირანის სიდიდით მეორე ქალაქ მაშჰადში გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციები უსაფრთხოების ძალებს არ დაუშლიათ. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის გათიშვის შესახებ.
„ალბათ სასიამოვნოა, როცა ევროპიდან პოსტავ და შეგიძლია თავისუფლად გამოიყენო ინტერნეტი, რათა საჯაროდ გამოხატო უკმაყოფილება ლიდერების მიმართ ისე, რომ არ დაგაპატიმრონ, არ გცემონ ან ქვეყანაში ინტერნეტი არ გათიშონ. სწორედ ამას ითხოვს ხალხი ირანის ქუჩებში…“,- ასე გამოეხმაურა ირანში მიმდინარე პროცესებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა დღეს, 9 იანვარს.
ბიბისის გადამოწმებულ კადრებში ისმის, როგორ ითხოვენ მომიტინგეები ირანის ლიდერის, აიათოლა ალ ხამენეის გადადგომას და ემიგრაციაში მყოფი რეზა ფეჰლევის დაბრუნებას. ფეჰლევი გარდაცვლილი შაჰის ვაჟია, რომელმაც თავის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.
პროტესტი, რომელიც თავდაპირველად ირანული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა, მე-12 დღეა გრძელდება. უფლებადამცველი ჯგუფების მონაცემებით, პროტესტი ირანის 31-ვე პროვინციის 100-ზე მეტ ქალაქსში მიმდინარეობს.
აშშ-ში არსებული ირანის ადამიანის უფლებადამცველების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 34 მომიტინგე (მათ შორის 5 ბავშვი) და უსაფრთხოების სამსახურის 8 თანამშრომელი, ხოლო 2270 მომიტინგე დაკავებულია.