“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოს ევროპულ მომავლისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
საპროტესტო მსვლელობაზე ისმის შეძახილები: “გამოდით”, რითაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ პროტესტს.
მანამდე, აქციის მონაწილეებს პროტესტის ნიშნად გორგასლის ქუჩა ჰქონდათ გადაკეტილი.
აქცია გორგასლის ქუჩაზე მას შემდეგ დაანონსდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.