მომიტინგეები გმირთა მოედნიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან

გმირთა მოედანზე შეკრებილი მომიტინგეები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.
ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით მივლენ.
ცოცხალ ჯაჭვს სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მოუძღვებიან. მათ როგორც საქართველოსა და ევროკავშირის, ისე უნივერსიტეტების დროშები უჭირავთ.
“დავიღლებით? არა!”, “სად მივდივართ? ევროპაში!”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს – თქვენი ხელმძღვანელობა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კრიტიკულ მომენტში ხდება – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებთ

დავით რაქვიაშვილი – თვალსაჩინოა, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აპირებს საქართველო რუსეთს გადაუფორმოს – ეს სცენარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს