მომიტინგეების ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე დაკავებულ სამ პირს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ერთს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა

ს საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ორი დღის წინ, აქციაზე დაკავებული ექვსი პირიდან სამს ხუთ დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ერთს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ამ წუთებში კი ს საქალაქო სასამართლოში, აქციაზე დაკავებული ფოტოგრაფის ლაშა ფალავანდიშვილის პროცესი მიმდინარეობს.
“აქციაზე დაკავებულების ორი პროცესი უკვე ჩატარდა. ფოტოგრაფი ლაშა ფალავანდიშვილი საპროტესტო აქციას აშუქებდა, რომელიც უკანონოდ დააკავეს. ახლა სასამართლო პროცესზე ცრუ მოწმეებად უბნის ინსპექტორები არიან წარმოდგენილი, რომლებიც დაკავებისას რეალურად ადგილზე არ ყოფილან. სპექტაკლია ხალხო, ვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას”, – აღნიშნეს მათ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან რჩებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად – თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე – უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს – რაც შეეხება გეგმას, არავის არასდროს აქვს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, გეგმა არის არ შეგუება, გეგმა აგერ არის: ეს ხალხი!