ჩემთან მოვიდა უკვე რამდენიმე გზავნილი ბიზნესწრეებიდან, რომლებსაც ვთვლით, რომ არიან პირველი ვთქვათ წრე, ივანიშვილის პირველი საყრდენი და ჩვენ არ ვართ ის, რაც გგონიათ და ა.შ. – თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფორმულასთან ინტერვიუში.
“ასე რომ, ჩემთან თუ მოვიდა, ეს არის იმისთვის, რომ იქ [პარტნიორებთან] იყოს ნათქვამი. სწორედ ეს ნიშნავს იმას, რომ სანქციები მუშაობს, თუნდაც როცა არ არის ჯერ დაწესებული სანქციები და ყველას ძალიან კარგად ესმის, და პირველ რიგში, ვინც არის ამ ბიზნესში ჩართული, თუ რამდენია დასაკარგი ამ სანქციებით, ასე რომ, ეს წნეხი მოქმედებს” – თქვა ზურაბიშვილმა.
