“მომეცით მილიონი დოლარი და…” – რას გააკეთებდა მილიონად კობახიძე 365 დღე

“დაახლოებით მილიონი დოლარი, ანუ, არასრული სამი მილიონი ლარი სჭირდება იმას, რომ ყოველდღე 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე.
ახლა, წარმოიდგინეთ, როცა ვსაუბრობ Deep State-ზე, რამხელა რესურსი აქვთ მათ ფინანსური… წელიწადში მილიონი დოლარი საკმარისია იმისთვის, რომ 300 კაცი ყოველდღე დააყენო რუსთაველის გამზირზე. რა თქმა უნდა, მათთვის დარტყმა იყო USAID-ის და NED-ის დაფინანსების გაუქმება ყველა თვალსაზრისით. როცა მილიონი დოლარი ყოფნის იმას, რომ დღეში 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე, რა თქმა უნდა – ეს ხელოვნური მუხტი შეგიძლია შემოინახო. მილიონ დოლარად, შეგიძლია ყოველდღე…
აი, ხვალვე მომეცით მილიონი დოლარი და 365 დღის განმავლობაში ყოველდღე დაგიყენებთ 300 კაცს რუსთაველის გამზირზე.”

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს