მომდევნო სეზონში ალეგრი “იუვენტუსს” აღარ გაწვრთნის

მომდევნო სეზონში მასიმილიანო ალეგრი “იუვენტუსს” აღარ გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია ვინ შეცვლის “ბიანკონერის” ამჟამინდელ დამრიგებელს.
შეგახსენებთ, ალეგრიმ “იუვენტუსი” პირველად 2014 წელს ჩაიბარა და “ბებერ ქალბატონს” 11 ტიტული მოაგებინა; 2019 წელს კლუბი დატოვა და 2021 წელს ხელმეორედ ჩაიბარა, თუმცა უკანასკნელ სამ წელიწადში “ბიანკონერიმ” თასის მოგება ვერ მოახერხა.
“იუვენტუსმა” გასულ ტურში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა ოფიციალურად გაინაღდა.