“მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში ძლიერი ტურბულენტობის შემთხვევები გაორმაგდება ან გასამმაგდება“ – რა არის ამის მიზეზი?

2024 წელი იდგა, ენ­დრიუ დე­ვი­სი – სა­გა­მო­ფე­ნო პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან ახალ ზე­ლან­დი­ა­ში სა­მუ­შაო მივ­ლი­ნე­ბით მიფ­რი­ნავ­და. ლონ­დო­ნი­დან სინ­გა­პურ­ში ფრე­ნის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი საკ­მა­ოდ შე­უ­ფერ­ხებ­ლად წა­რი­მარ­თა. შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბა და­ი­წყო.

“უეც­რად თით­ქოს სა­დღაც ჩავ­ვარ­დით. iPad-ი თავ­ში მომ­ხვდა, ყავა კი ზე­მო­დან და­მეს­ხა. სა­ლონ­ში ქა­ო­სი იყო, ხალ­ხი ყვი­რო­და, მომ­ხდარს ვე­რა­ვინ იჯე­რებ­და“.

დე­ვი­სის თქმით, მგზავ­რებს ღრმა ჭრი­ლო­ბე­ბი და ძვლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ. 73 წლის ჯეფ კი­ჩე­ნი კი გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა უკი­დუ­რე­სად იშ­ვი­ა­თია. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი შე­ფა­სე­ბით, 1981 წლი­დან და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი და­ახ­ლო­ე­ბით ოთხს შე­ად­გენს. რაც შე­ე­ხე­ბა და­ზი­ა­ნე­ბებს, მხო­ლოდ -ში, 2009 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბი­სას მი­ღე­ბუ­ლი 207 მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა და­ფიქ­სირ­და.

ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­ჰა­ე­რო მოგ­ზა­უ­რო­ბა შე­საძ­ლოა უფრო არას­ტა­ბი­ლუ­რი გახ­დეს კლი­მა­ტი­სა და ატ­მოს­ფე­რუ­ლი პი­რო­ბე­ბის ცვლი­ლე­ბის გამო, ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვლი­ლე­ბე­ბი და ზედა ატ­მოს­ფე­როს ქა­რე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ძლი­ე­რი ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის სიხ­ში­რე­სა და ინ­ტენ­სი­ვო­ბას ზრდის.

“მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მთელ მსოფ­ლი­ო­ში ძლი­ე­რი ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი გა­ორ­მაგ­დე­ბა ან გა­სამ­მაგ­დე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და რი­დინ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა პოლ უი­ლი­ამსმა.

ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ხში­რად დაფ­რი­ნა­ვენ, უცხო არ არის სა­ლონ­ში რყე­ვა, რო­მე­ლიც თვითმფრი­ნა­ვის ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის დროს ხდე­ბა.

ყვე­ლა­ზე ხში­რად, ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბა ხდე­ბა ღრუბ­ლებ­ში, სა­დაც ჰა­ე­რის აღ­მა­ვა­ლი და დაღ­მა­ვა­ლი დი­ნე­ბაა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს მოვ­ლე­ნის სხვა ტი­პე­ბიც: მა­გა­ლი­თად, ტალ­ღის ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, რო­დე­საც ჰა­ე­რის ნა­კა­დე­ბი ეჯა­ხე­ბი­ან დაბ­რკო­ლე­ბას, მა­გა­ლი­თად, მთის ქე­დის სა­ხით, რაც აი­სა­ხე­ბა მათ­ზე და ქმნის ზღვის ტალ­ღე­ბის მსგავს ჰა­ე­რის ნა­კა­დებს.

დად­გე­ნი­ლია, რომ მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად 35 მი­ლი­ონ­ზე მეტი რე­ი­სი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 5000 გა­ნიც­დის ძლი­ერ ან ძა­ლი­ან ძლი­ერ ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბას. სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ყო­ველ­წლი­უ­რი სა­ა­ვი­ა­ციო უსაფრ­თხო­ე­ბის ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, 2023 წელს მგზავ­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის თით­ქმის 40% ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და აშშ-ს (ასე­ვე კა­ნა­და­სა და კა­რი­ბის ზღვის აუზს) შო­რის არ­სე­ბუ­ლი მარ­შრუ­ტი ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბით.

ბოლო 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩრდი­ლო­ეთ ატ­ლან­ტი­კა­ზე ძლი­ე­რი ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი 55%-ით გა­ი­ზარ­და. თუმ­ცა, ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის სიხ­ში­რის ზრდა სხვა რე­გი­ო­ნებ­შიც არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, მათ შო­რის აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის ნა­წი­ლებ­ში, ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­ში, ჩრდი­ლო­ეთ წყნარ ოკე­ა­ნე­ში, ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში.

ვრცლად