,,მომდევნო დღეებში გამოვაცხდებთ უკრაინაში ინსტრუქტორების გაგზავნის კოალიციას” – მაკრონი

ემანუელ მაკრონის თქმით, დასავლელი მოკავშირეების ნაწილი უკვე შეთანხმდა ში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ.
ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ს შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
ემანუელ მაკრონმა ლეგიტიმური უწოდა უკრიანის თხოვნას წვრთნების მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარების შესახებ და დასძინა, რომ რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
“მომდევნო დღეებს ამ კოალიციის (რედ. უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის) ფორმირების დასასრულებლად გამოვიყენებთ. შევეცდებით კოალიცია მაქსიმალურად ფართე იყოს” – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ეს არ არის დასავლეთი მხრიდან ესკალაცია, ვინაიდან არ გულისხმობს ჯარების გაგზავნას უკრაინაში – “ეს არის უკრაინის სუვერენიტეტის აღიარება მის ტერიტორიაზე.”

ასევე დაგაინტერესებთ