“მომაძახა, ციხეში ამოგალპობო… დაიჭირეს დღეს… თუ მეტყვით რომელ იზოლატორშია, საჭმელს და სიგარეტს შევუგზავნი”– მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი:
3 თვის წინ მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი, პატარა რესტორანში. გვერდით რამდენიმე მაგიდასთან ვახშმობდა ხალხი.
არც ცოცხალი მუსიკა, არც ტაშგრიალი, ვივახშმეთ, 3-3 სადღეგრძელო გავცვალეთ.
მოსაწევად რო გავედი, სოლიდურად ჩაცმული ახალგაზრდა კაცი დამხვდა, სიგარეტი ქონდა, სანთებელას ეძებდა.
მოგიკიდებთთქო შევთავაზე და შენგან მოწოდებული წყალი არ მინდაო!
დამძალებელს მოვუტყან თქო ვუთხარი და გავუღიმე.
არიქა კამერა დამყურებს თავზე და არ დავიწვა, ბატონის გინება რომ გავატარეო და მომაძახა, რამდენიმე დღე დაგრჩა შე საწყალო, ციხეში ამოგალპობო!
მინისტრის მოადგილე ყოფილა, დღეს დაიჭირეს.
თუ მეტყვით რომელ იზოლატორშია, საჭმელს და სიგარეტს შევუგზავნი

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია