გუშინ, 27 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-18 ტურში “მანჩესტერ სიტიმ” სტუმრად “ნოტინგემ ფორესტი” 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“საშობაო არდადეგებზე მომატებული 4-5 კილოგრამი “ნოტინგემ ფორესტთან” მატჩში დავიკელი, ახლა ნამდვილად ფორმაში ვარ. პრემიერლიგაში ასპარეზობა უფრო და უფრო რთული ხდება და მნიშვნელოვანია, რომ ცხრილის სათავეში დავრჩეთ. ამ პერიოდში მოვიგებთ თუ წავაგებთ, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან წინ უამრავი მატჩია”, – განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, “მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 40 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ “არსენალს” 2 ქულით ჩამორჩება.




