კრიტიკის ქარცეცხლში მყოფმა ვალენსიის მთავრობის პრეზიდენტმა ბოდიში ოფიციალურად მოიხადა – პარასკევს, 15 ნოემბერს, კარლოს მაზონმა აღიარა, რომ „შეცდომები“ იყო დაშვებული გასული თვეში მომხდარი დრამატული წყალდიდობის დროს, რომელსაც, სულ მცირე, 224 ადამიანი ემსხვერპლა.
„მე არ ვაპირებ უარვყო, რომ შეცდომები დავუშვით“, – აღნიშნა მაზონმა რეგიონულ პარლამენტში საკუთარი ინიციატივით გამოსვლისას, რომლის დროსაც მან ამ უპრეცედენტო კრიზისზე ხელისუფლების რეაგირების შესახებ ისაუბრა. „ასევე არ ვაპირებ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას“, – დასძინა ვალენსიის მთავრობის პრეზიდენტმა.
წყარო: 1 არხი