თქვენ უკანონობას აკეთებთ, ეს არის მართლმსაჯულება? თქვენ შეკვეთა გაქვთ მიღებული, უდანაშაულო ადამიანს სჯით. თქვენმა სახელმწიფომ ბრძანება მიიღო. ეს რა სასამართლოა, როცა არცერთი ფაქტი არ გაითვალისწინეს – მომაკვდავ ადამიანს ასამართლებენ და კანონს საერთოდ არ უყურებენ. ის უდანაშაულოა, მაგრამ ალიევის დავალებით სჯიან. მე ბოლომდე ვიბრძოლებ, მაგრამ ადამიანი კვდება, უკვე ეტლში ზის. 3 თვეა უკვე ვიბრძვით – აზერბაიჯანში სასამართლო დაკვეთით მუშაობს, აქაური სასამართლოც ასეა, რა უნდა ვქნა?
თარგმანი – მთავარი არხი
3 აგვისტოს, თბილისში აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.




