მომაკვდავი ადამიანების მთავარი სურვილი და სინანული – ფსიქოლოგის კვლევა
მომვლელმა და ფსიქოლოგმა ბრონი უერმა, რომელიც ზრუნავდა მომაკვდავ ადამიანებზე, ჩაიწერა მათი სურვილები სიცოცხლის ბოლო წუთებში.
მედდამ თქვა, რომ მისმა ბევრმა პაციენტმა თავისი სინანული გაუზიარა მას ბოლო დღეებში. ექიმმა აღნიშნა, რომ ყველაზე გავრცელებული პასუხი იყო: „მე ვისურვებდი უფრო გამბედავად მეცხოვრა, საკუთარი თავის ერთგული ვყოფილიყავი და არ გამეკეთებინა მხოლოდ ის, რასაც სხვები ელოდნენ ჩემგან“.
„მნიშვნელოვანია, რომ სცადოთ თქვენი ოცნების რეალიზება იქამდე, სანამ გვიან არ არის”, – წერს მედდა თავის წიგნში, მისი პაციენტების სიტყვებზე დაყრდნობით.
„ჯანმრთელობა მოაქვს თავისუფლებას, რომელსაც ცოტანი აცნობიერებენ, სანამ ის არ გაქრება“.
„როგორც ფსიქოლოგი, ამას მუდმივად ვხედავ ჩემს პაციენტებში. ყოველთვის ვეუბნები მათ, რომ მათი ბედნიერების გაზრდის და სინანულის დროის შესაჩერებლად, ვმუშაობ იმაზე, რომ ვისწავლო დროის დაფასება”, – წერს ის.
როგორც კი გაიგებთ, რომ დრო არის ყველაზე ღირებული, აღარ იქნება უფსკრული არჩევანს შორის, რომლის გაკეთებაც გსურთ და არჩევანს შორის, რომელსაც რეალურად აკეთებთ.
„დიდი განსხვავება აწმყოსა და მომავალს შორის არის ის, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გააკეთოთ რაიმე დღეს”, – აღნიშნა წიგნის ავტორმა.
ასევე ნახეთ:
გაფრთხილება! – საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება
„ყურადღების და კრიტიკული აზროვნების დაქვეითება“ – როგორ გამოიხატება ქცევებში სტრესი და როგორ დავძლიოთ ის – ინტერვიუ ფსიქოლოგ ირმა კვაჭაძესთან