მომავალ წელს “ჩირინა” მაღაზიების რაოდენობას 80-მდე გაზრდის

“ჩირინას” დამფუძნებელი, რევაზ ვაშაკიძე კომპანიის 2023 წლის მონაცემებს აჯამებს და მომავალი წლის გეგმებზე საუბრობს.
როგორც მან bmg-ის ეთერში განაცხადა, “ჩირინა” სომხეთსა და აზერბაიჯანში მზარდად არის წარმოდგენილი.
“სომხეთში ძირითადად ვყიდით ნედლი ქათამს. ერევანი ახლოს არის, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ პროდუქტი მივაწოდოთ. სომხეთში ჩვენ წარმოვადგენთ ადგილობრივი ნედლი ქათმის ბაზრის 25%-ს. ეს თვიურად 200-250 ტონაა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქ 400-500 ტონამდე პროდუქცია გაგვაქვს. აზერბაიჯანი გაცილებით ადრე დავიწყეთ. ისინიც კმაყოფილები არიან, ახლო მანძილზე გვყავს და ოპერატიულად ვაწვდით პროდუქციას”, – განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.
გარდა ამისა, “ჩირინა” ქვეყნის მასშტაბით მაღაზიების რაოდენობას 80-მდე გაზრდის.
“წელს მერიამ დაგვიხურა ჯიხურები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. მცირე ბიზნესისთვის შეიძლება გაკოტრების საფუძველიც გამხდარიყო. მე თხოვნით მივმართე მერიას, რომ ეს არ გაეკეთებინა, თუმცა არ გამოვიდა. მათ არ სურდათ, რომ “ჩირინას” ჯიხურები ყოფილიყო ქალაქში, სხვები დგას. ჩვენი მიზანი არ არის ამ საკითხზე სასამართლოში წასვლა, ამიტომ ვიღებთ ახალ წერტილებს და ვგეგმავთ, საქართველოს მასშტაბით მაღაზიების რაოდენობა 80-მდე გავზარდოთ”, – თქვა ვაშაკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა