2025-26 წლების სეზონში UEFA-ს შემოსავალი ევროტურნირებიდან 4 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.
კერძოდ, ევროპის მთავარი საფეხბურთო ორგანიზაცია ჩემპიონთა ლიგიდან, ევროპალიგიდან და კონფერენსლიგიდან 4.4 მილიარდი ევროს მიღებას ვარაუდობს. ეს შეესაბამება გასული სეზონის მაჩვენებლებს.
მას შემდეგ, რაც უეფა გარკვეულ თანხას გადაუხდის ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე მოთამაშე გუნდებს, გუნდებს, რომლებიც იქ ვერ მოხვდნენ, ასევე ქალთა და იუნიორთა გუნდებს, სუფთა მოგება 3,548 მილიარდ ევროს გაუტოლდება. აქედან 231 მილიონს (6,5%) უეფა დაარეზერვებს ევროპული ფეხბურთისთვის, დანარჩენი 3,317 ევრო განაწილდება ევროთასების ძირითად სტადიაზე მოთამაშე გუნდებზე.
3,317 მილიარდი ევროდან 2,437 მილიარდი ერგებათ ჩემპიონთა ლიგისა და სუპერთასის მონაწილეებს, 565 მილიონი – ევროპალიგის გუნდებს, 285 მილიონი – კონფერენსლიგის გუნდებს.
