მომავალ კვირაში ანკარაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართება, რომელშიც უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას – თურქული მედია
თურქული მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მომავალ კვირაში ანკარაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართება, რომელშიც უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
წყაროების ცნობით, რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირები ანკარაში 15-16 აპრილს შეხვდებიან.
მედიის ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სხვა ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლებიც, თუმცა კონკრეტულად რომელი ქვეყნები, არ ზუსტდება. შეხვედრაზე განიხილავენ სამხედრო გეგმებს, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს შავ ზღვაში მშვიდობის შესანარჩუნებლად.
წყარო: 1არხი
