მომავალი წლიდან რეგიონებში შესაძლოა წყლის ტარიფი გაიზარდოს

მომავალი წლიდან რეგიონებში შესაძლოა წყლის ტარიფი გაიზარდოს. ამის შესახებ პარლამენტში ინტერპელაციის მოსმენისას რევაზ სოხაძემ თქვა. მისი განმარტებით, წყალმომარაგების კომპანიის დანახარჯი ბევრად მეტია, ვიდრე მისი შემოსავალი. როგორც სოხაძემ აღნიშნა, ისინი მარეგულირებელ კომისიას ტარიფის გაძვირების მოთხოვნით მიმართავენ.
“დღეს თბილისში არსებული ტარიფები მკვეთრად განსხვავდება რეგიონში არსებული ტარიფებისგან, მაშინ, როდესაც რეგიონებში წყლის მიწოდება გაცილებით უფრო მეტ კაპიტალდანახარჯს მოითხოვს, ვიდრე ეს არის თბილისი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა არის მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ვერ უზრუნველყოფს კომპანია თავისი საოპერაციო ხარჯების მინიმალურ გასტუმრებასაც კი დღეს არსებული ტარიფებით“ – თქვა სოხაძემ პარლამენტში

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან შატბერაშვილი – როდესაც ქართველი პენსიონერი ჯიბეში ხელს იყოფს, 350 ლარი და თან სესხი აქვს, უპრეცედენტო შედეგებზე პროპაგანდა და რეალობა აღარ ემთხვევა, ამიტომ დგამენ სპექტაკლს, ბოლოს გვეტყვიან, რომ საქართველოში მაღალ ფასებზე “დიფ სტეიტი” მუშაობს

არჩილ გორდულაძე – კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, მათ შორის ფასებს – ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ – მათი და „ნაცების“ საერთო ბიზნესების და პიარდაზღვევების დალაგებაზე